კობახიძე ამბობს, რომ ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს კი არ მალავენ, სათარგმნია

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს მთავრობამ პირველად თქვა უარი ევროპის საბჭოს "კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის" (GRECO) ანტიკორუფციული შეფასების ანაგრიშის საჯაროდ გამოქვეყნებაზე, პრემიერმინისტრი ტყუილს უწოდებს.

კობახიძე ამბობს, რომ დოკუმენტი სათარგმნია.

"ალბათ GRECO-ს ანგარიშზე საუბარი. ეს ტყუილი გაავრცელა საერთაშორისო გამჭვირვალობამ, რომელსაც სინამდვილეში უნდა ერქვას ნაციონალური ბუნდოვანება. სრულიად იმის საპირისპიროა, რაც ჰქვია. ანუ, ნაციონალურმა ბუნდოვანებამ, ამ NGO-მ გამოაქვეყნა ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ დავმალეთ გრეკოს ანგარიში. სინამდვილეში, უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა სტრასბურგისთვის, ევროსაბჭოსთვის იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება. ტექნიკური საქმეა დარჩენილი, თარგმნა, დღეების ამბავია, როგორც კი ითარგმნება, მაშინვე იქნება გამოქვეყნებული", - თქვა კობახიძემ.

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი