რუსული კანონის საწინააღმდეგო ბანერებს ქობულეთის საკრებულოში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს ქობულეთის საკრებულოში, სადაც, სხდომის დაწყებამდე, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სიტყვა ითხოვეს და დარბაზში "არა რუსულ კანონს" ბანერები წარმოადგინეს. სწორედ ამ ბანერებს მოჰყვა "ქართული ოცნების" ფრაქციის წევრების გაღიზიანება, რაც ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ოპოზიციონერ დეპუტატებს ბანერები ჩამოართვეს და ისინი დარბაზიდან გააძევეს. საკრებულოს სხდომა ენმ-ის წევრების გარეშე გაგრძელდა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, დავით მჭედლიშვილმა, ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას კამერების და ტელევიზიის საჩვენებლად დადგმული შოუ უწოდა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი