"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის ძალიან დამაიმედებელი. ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ძალიან სწრაფი ტემპებით" - ამბობს საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ "2022 წლის იანვარში მშპ იქნება 65 მილიარდი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი.
"2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი და 1 სულ მოსახლეობაზე გადაანგარიშებით იქნება 5 500 დოლარი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. პირველი 9 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%, რაც არის უპრეცენდენტო ზრდა მთელი რეგიონისა და ევროპის მასშტაბით",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის მტკიცებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის და ევროპის ქვეყნების მასშტაბით.