ბიუჯეტი დაკარგავს საშუალოდ 1.5 მილიარდს, დიდი ალბათობით​ საწვავსა და თამბაქოზე აქციზის გადასახადი გაორმაგდება - რას გამოიწვევს ონლაინ კაზინოების გაუქმება?

გამოქვეყნდა:

ღარიბაშვილის ახალ იდეას, აკრძალოს ონლაინ კაზინოები უკვე მოჰყვა შეფასებები ეკონომისტების მხრიდან ეკონომიკური კუთხით. ოთო აბესაძე მიიჩნევს, რომ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ბიუჯეტი დაკარგავს საშუალოდ 1.5 მილიარდ ლარს, გარდა ამისა, გაორმაგდება აქციზის გადასახადები საწვავსა და თამბაქოზე:

"ჩნდება ლოგიკური კითხვა ონლაინ გემბლინგის გაუქმებით ბიუჯეტი დაკარგავს საშუალოდ 1.5 მილიარდ ლარს და რით ვაპირებთ ამ ლუფტის ამოვსებას?

ეეჰ… მშვიდობით საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებავ მშვიდობით დაბალი გადასახადების იდეავ

დიდი ალბატობით საწვავსა და თამბაქოზე აქციზის გადასახადი გაორმაგდება როდესაც ეს კანონი შევა ძალაში

აგერ თქვენ და აგერ მე

P.S. მე თუ თამაში მინდა, ამისთვის სულაც არარის საჭირო ქართული პორტალი. 100 ზე მეტი უცხოური ონლაინ გემბლინგ პლატფორმა არსებობს (სულ მცირე) სადაც ამას გავაკეთებ ასევე ეს ხელს შეუწყობს ანდერგრაუნდ პლატფორმების შექმნას

P.P.S. არავინ არ დამიწყოს მორალისტობა გაუბედურებულ თაობაზე და დაყიდულ სახლ-კარზე. ვისაც თამაში უნდა ის ისედაც ითამაშებს და ვისაც არუნდა არა" წერს აბესაძე.

ონლაინ კაზინოების აკრძალვის ინიციატივით ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი