გოგიტა არქანია სამშობლოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა, ქართველმა კარატისტმა ეს ტიტული კარიერაში მეორედ მოიპოვა.
დუბაიში დასრულებულ კარატისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა ფინალური ორთაბრძოლა იტალიელ სიმონე მარინოს დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონი მეორედ გახდა, ფინალამდე მან 5 მეტოქე დაამარცხა. მსოფლიო ჩემპიონატი ქართველმა პირველად 2014 წელს მოიგო.