საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს. მკურნალობა სპეციალური პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს.
დღეს ჰოსპიტალში დაგეგმილია სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დაკომპლექტებული კონსილიუმისა და პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ვიზიტი.
მესამე პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილიც მოინახულებს.
ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები კვლავ გამკაცრებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები დანაყოფები არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, მოქალაქეებმა გორის ქუჩებში სიმბოლური წარწერები დატოვეს. ვარდების რევოლუცია გაიხსენეს საქართველოს სხვა ქალაქებში. საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში, სამოქალაქო აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან წარწერები "ბიძინა წადი, თავისუფლება მიშას" გააკეთეს.
ასევე იხილეთ:
18 წელი ვარდების რევოლუციიდან - დღეს თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ