ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით აქტივისტებმა წარწერები გორშიც გააკეთეს. მათ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში სტენსილები დატოვეს.
აქტივისტებმა წარწერები "ბიძინა წადი; თავისუფლება მიშას" გააკეთეს ჭორვილაშიც, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის სახლთან.
ცნობისთვის, ოპოზიცია დღეს, 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას გეგმავს. აქცია-პერფორმანსი რუსთაველის გამზირზე 17:00 საათზე დაიწყება.