მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, ტყიბულში არსებულ კუსტარულ შახტებს მადნის მოპოვება შრომის ინსპექციის მიერ ჰქონდათ აკრძალული, რადგან ისინი ვერ პასუხობდნენ შრომის უსაფრთხოების სტანდარტის მინიმალურ მოთხოვნებს.
პოლიცია ადგილზე იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი საკვლევი თემა პირველ რიგში იქნება შემდეგი: ვისი დავალებით ასრულებდნენ გამაგრებით სამუშაოებს ა. ა. და ვ. ტ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირის თავმჯდომარე გაგა ისაკაძე - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ერთი ადამიანი მაშველებმა მიწის მასიდან ცოცხალი ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორეს ამ დრომდე ეძებენ.
ამავე თემაზე:
"ტელეფონზე ვურეკავდით, კონტაქტზე არ შემოვიდა" - მიწის მასის ქვეშ მოყოლილი კაცის შვილი