2021 წლის სამ კვარტალში საქართველომ რუსეთიდან $15 მილიონის შოკოლადი იყიდა

გამოქვეყნდა:

2021 წლის სამ კვარტალში საქართველოში $33 მილიონის ღირებულების შოკოლადის და კაკაოს შემცველი კვების მზა პროდუქტების იმპორტი განხორცილდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,3%-ით მეტია. გასულ წელს საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ ჯამში $27 მილიონის შოკოლადი მზა პროდუქტები იყიდა.

საქართველო შოკოლადს ძირითადად რუსეთის ბაზარზე ყიდულობს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის სამ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში $15 მილიონის ღირებულების იმპორტი განხორციელდა. მთავარ მომწოდებელ ქვეყნებს შორისაა ასევე უკრაინა ($6 მლნ) და ბელგია ($2 მლნ).

მონაცემებს bm.ge საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი