საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვანო გრიქუროვი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, გარდაიცვალა ლეგენდარული მწვრთნელი ვანო გრიქუროვი გარდაიცვალა.

„საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის - ივანე (ვანო) გრიქუროვის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად ძალოსნობის ოჯახს ამ უდიდეს დანაკარგს“, -ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

გრიქუროვის აღზრდილები არიან ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები კახი კახიაშვილი და გიორგი ასანიძე, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი შიმონ კოლეცკი და ბრინჯაოს პრიზიორი ანჟეი ცოფალაკი (პოლონეთი). არის საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი. იყო საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი