პირველად ისტორიაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია - წარმატება საქართველოს ნაკრებმა რუსეთში მოიპოვა და ტურნირი საქართველოს ჰიმნით დასრულდა.
საქართველომ ფინალში დაძაბულ ორთაბრძოლაში ჰოლანდია 4:3 დაამარცხა და უფროს ასაკში ამ ტიტულს პირველად დაეუფლა.
ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი, ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი, საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია, სოფიო სომხიშვილი ასპარეზობდნენ.