პირდაპირ თვალებში შემასხა...10 წუთით საერთოდ ვერ ვხედავდი - ე.წ. წიწაკის სპრეით აქციის რამდენიმე მონაწილეა დაშავებული

გამოქვეყნდა:

"10 წუთით საერთოდ ვერ ვხედავდი, თვალს ვერ ვახელდი ..." - საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამართალდამცველები ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით ასხამენ.

"ზემოთ იყო ადამიანი, რომელსაც სთხოვეს ჩამოსულიყო, იქვე ვიდექი და მთხოვეს გადავსულიყავი, გავიწიე, მეორედ, როცა იყო მიწოლა, ამ დროს ამოიღო, არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა, პირდაპირ თვალებში შემასხა ერთხელ, მეორედ რომ ავწიე თავი, რატომ მეთქი, მეორედ კიდევ დამასხა ზედიზედ. ეს იყო სადამსჯელოდ გამოყენებული, ის სპეცრაზმელიც მახსოვს. სრულად ყოფით ძალა, რომ ათასი ადამიანი გვერდზე გადაწიონ, მაგრამ იყენებენ სასტიკ მეთოდებს. 10 წუთით საერთოდ ვერ ვხედავდი, თვალს ვერ ვახელდი",- ამბობს ერთ-ერთი დაშავებული.  

ე.წ. წიწაკის სპრეის შესხმის შედეგად, არაერთი ადამიანი დაშავდა. მიმდებარე ტერიტორიაზე კი მხოლოდ ერთი სასწრაფო სამედიცინო მანქანა დგას.

ექიმების შველას რამდენიმე ადამიანი ითხოვდა, რის გამოც სასწრაფოს ექიმებმა რამდენიმე ადამიანი სხვა ტერიტორიაზე გაუშვეს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი