თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გზას კეტავენ - პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციის მონაწილეები გზას კეტავენ. პოლიციამ სავარაუდოდ გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი,  ადგილზე დაპირისპირებაა. სამართალდამცველები ძალის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სასამართლოს ტერიტორიას ატოვებინებენ. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

შსს-მ კი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილის პროცესი, რომელიც 11 საათზე იყო ჩანიშნული, ამ დრომდე არ დაწყებულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი