
"ხელშეკრულებით გვეკუთვნის 149 მილიონი დოლარი. ფონდის მიერ ჩადებული თანხა დაგვიბრუნეთ" - საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე მთავრობას იმ დოკუმენტს ახსენებს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს საპარტნიორო ფონდის წინაშე $149 მილიონი დოლარი მართებს.
BM.ge-ს ცნობით, სახელმწიფომ წლების წინ "საპარტნიორო ფონდის" წინაშე ვალდებულება აიღო, გამოესყიდა ფონდის მიერ "გარდაბნის თბოსადგური". ჩადებული $61-მილიონიანი ინვესტიცია, ამ ინვესტიციის რამდენიმე წლის ვადაში, 12.5%-იანი სარგებლით უნდა მომხდარიყო. თუმცა, ამ დრომდე ინვესტიციის გამოსყიდვა არ მომხდარა და ფონდის წინაშე დაგროვილი ვალის ძირი და მასზე დარიცხული სარგებელი $149 მილიონ დოლარს აღწევს.
"ამას ხელს აწერს, ერთი მხრივ ფონდის დირექტორის ყოფილი მოადგილე ნათია თურნავა, მეორე მხრივ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე" - ამბობს დავით საგანელიძე.