
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო კონსილიუმის წევრებმა მოინახულეს.
როგორც კონსილიუმის წევრი ერთ-ერთი ექიმი, ნინო შარაშენიძე ამბობს, ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილის ზოგადი თერაპიული სტატუსი სტაბილურია, თუმცა გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლები მედიკამენტოზურ ჩართულობას ჯერ კიდევ საჭიროებს.
მისივე თქმით, კონსილიუმის ექიმები მესამე პრეზიდენტს ყოველ 5 დღეში ერთხელ მოინახულებენ.
ზოგადი თერაპიული სტატუსი სტაბილურია, აქვს საერთო სისუსტე პერიოდულად, რომელიც განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება ხოლმე მისი ემოციური, ან ფიზიკური აქტივობის შემდეგ. იყო გუშინ არტერიული წნევის მომატების ეპიზოდიც, რომელიც ძალიან მალე დარეგულირდა.
იღებს საკვებს ფიზიოლოგიურად, უკვე ეკუთვნის პრინციპში, მას თავისი კვების რეჟიმი. რაღაც გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლები ჯერ კიდევ საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩართულობას და იღებს ამ მედიკამენტებს, ხორციელდება ყველაფერი გრაფიკის მიხედვით. აუცილებლად ვნახავთ ყოველ ხუთ დღეში ერთხელ მაინც, ერთ კვირაში, თუ საჭირო გახდება, დღეში ორჯერაც, - ამბობს შარაშენიძე.
აქვე, ცნობილი ხდება, რომ ცოტა ხნის წინ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დედა, გიული ალასანია და შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი შევიდნენ.
იხილეთ ასევე: