"თუ არ დაამტკიცებთ, რომ ეს მიწა სარეზერვოა, გაგიჭეჭყავ მაგ ცხვირს"- "ოცნების" მაჟორიტარი ზეღდულეთის მცხოვრებს

გამოქვეყნდა:

"თუ არ დაამტკიცებთ, რომ ეს მიწა სარეზერვოა, გაგიჭეჭყავ მაგ ცხვირს"- ასე მიმართა "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ბერიანიძემ ზეღდულეთის მცხოვრებს, რომელიც თანასოფლელებთან ერთად, დილიდან საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს. 

ბერიანიძე მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც მოსახლეობამ იმ მიწის ამონაწერი აჩვენა "მთავარ არხს", სადაც შავით თეთრზე წერია, რომ გასულ წელს მან 154 363.00 კვ.მ. მიწის ფართობი შეიძინა.

ზეღდულეთელები ამტკიცებენ, რომ ეს მიწა  სარეზერვო იყო და საძოვრებად იყენებდნენ, თუმცა ბერიანიძე ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ კეთილსინდისიერი შემძენია.

ამავე თემაზე:


 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი