გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლებმა, რომლებიც მიწების გასხვისებას აპროტესტებენ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას გეგმავდნენ, თუმცა ავტობანთან მათ დიდი რაოდენობით სამართალდამცველი დახვდათ, რომლებიც ამის შესაძლებლობას არ აძლევენ.
ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ გზას არ გადაკეტავენ, თუმცა მოითხოვეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდეთ. ასევე, მათი მოთხოვნაა პროცესში სახალხო დამცველიც ჩაერთოს.
ამავე თემაზე: