გორის სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე, მესამე პრეზიდენტის პალატასთან პენიტენციური სამსახურის მანქანაა მობილიზებული.
ეს ის მანქანაა, რომლის მეშვეობითაც მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება ხდება.
ჯერჯერობით უცნობია, რა მიზნით მიიყვანა უწყებამ აღნიშნული მანქანა გორის ჰოსპიტალთან.
აღსანიშნავია, რომ "მთავარმა არხმა" 3 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში 1 კვირის ვადაში გადაიყვანენ.