"მთავარი არხის" წინააღმდეგ მარეგულირებელი კომისიის სარჩელს საქალაქოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, არხის იურისტი თამთა მურადაშვილი განმარტავს, რომ კომისიას გადაწყვეტილების მიღება თავის სასარგებლოდ უნდა და ამისთვის გარკვეული სახის ბერკეტებს იყენებს.
"ცალსახაა, რომ ჩვენ ვართ მართლები და ცალსახაა, რომ აქ კომისიას უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ და იყენებს გარკვეული სახის ბერკეტებს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ეს პირდაპირი გზით არ გააკეთა და როგორც ჩანს ეს მექანიზმია, რომ გააუქმა არსებული გადაწყვეტილება და დააბრუნა პირველ ინსტანციაში და უკვე პირველი ინსტანცია შემდგომ უკვე სხვა სახის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ისინი გვედავებოდნენ, რომ ეს იყო პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამა და გვაჯარიმებდნენ, რომ პოლიტიკური რეკლამისთვის დამახასიათებელ რეკვიზიტები ამ კლიპს არ ჰქონდა. როცა არხი საკუთარი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში კონკრეტულ მხარდამჭერ აზრს გამოხატავს მოშიმშილე პატიმრის მიმართ, რომელი პარტიის რიგითი ნომერი უნდა ვაჩვენო, სასამართლომ კეთილი ინებოს და მითხრას",-თქვა თამთა მურადაშვილმა.
სააპელაციო სასამართლო მთავარი არხის წინააღმდეგ მარეგულირებელი კომისიის სარჩელს საქალაქოში აბრუნებს. მეორე ინსტანციამ ბექაურის უწყების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.