"მთავარი არხის" წინააღმდეგ მარეგულირებელი კომისიის სარჩელი სააპელაციომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა საქალაქოში გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

სააპელაციო სასამართლო მთავარი არხის წინააღმდეგ მარეგულირებელი კომისიის სარჩელს საქალაქოში აბრუნებს.

მეორე ინსტანციამ ბექაურის უწყების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

29 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექაურის უწყების სარჩელი არ დააკმაყოფილა, რაც მარეგულირებელმა გაასაჩივრა. სააპელაციომ კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საქალაქოს დაუბრუნა განსახილველად. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. 

საქმე ეხება ვიდეორგოლებს, რომელიც "მთავარი არხის" ეთერში, 14 ოქტომბრის აქციებამდე გადიოდა -"თავისუფლება მიშას" - ბექაურის უწყებამ სწორედ ეს რგოლები ჩათვალა არასაარჩევნო პერიოდში გაშვებულ პოლიტიკურ რეკლამად და სარჩელი შეიტანა. 

"მთავარი არხის" იურისტების შეფასებით ვიდეორგოლები იყო გამოხატვის თავისუფლება და არა პოლიტიკური რეკლამა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი