არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ნავთობის ფასებს ადგილობრივად შეამცირებს - გვენეტაძე

გამოქვეყნდა:

"ეროვნული ბანკის მთავარი ინსტრუმენტი ამ შემთხვევაში ინფლაციის შესამცირებლად არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილების მიზანიც ის არის, რომ მიწოდების ფაქტორებით გამოწვეული მაღალი ინფლაცია არ გახანგრძლივდეს და მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნება დროულად უზრუნველყოს. ასე რომ საკმაოდ აქტიური ვართ ამასთან დაკავშირებით. მონეტარულ პოლიტიკას გავლენა აქვს მხოლოდ მოთხოვნაზე და შეუძლებელია ამან მიწოდების ფაქტორებს წინააღმდეგობა გაუწიოს. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ არ ვაწარმოებთ ნავთობს და ამ ნავთობის ფასი 2.5-ჯერ იზრდება, არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც ადგილობრივად ამ ნავთობის ფასების შემცირებას ან არგაზრდას გამოიწვევს".

თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი