რაც უფრო მეტად შეგსვამენ ლარზე, მით მეტად გაგაღარიბებენ - ჯაფარიძე სებ-ის გადაწყვეტილებებზე

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებს, რომელმაც დღეს რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, ასევე უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შეამცირა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ეხმაურება და წერს:

"დოლარში რომ მოგინდეთ იპოთეკური სესხის აღება, 15 წლიანს აღარ მოგცემენ

10 წელზე გადანაწილებით, თვეში თუ დიდი თანხა გამოგიბიდათ, ე.ი. საერთოდ ვერ აიღებთ ეგეთ სესხს და ვერ იყიდით/გაარემონტებთ ბინას

ასე გიბიძგებენ რომ ლარში აიღოთ

ლარიზაციის პოლიტიკის ნაწილია ეს ნაბიჯიც

ოღონდ ლარში თუ აიღეთ, მერე ამათზე იქნებით დამოკიდებული რა %-ის გადახდა მოგიწევთ

აგერ ახლა გაზარდეს რეფინანსირების განაკვეთი ისტორიულ მაქსიმუმამდე (10.5%) და ათობით ათას ადამიანს გაუძვირეს სესხი

ლარი სჭირდებათ რომ გმართონ
რაც უფრო მეტად შეგსვამენ ლარზე, მით მეტი ბერკეტი ექნებათ მართვის

მით მეტად გაგაღარიბებენ
ბიძინა და ოცნება აკეთებს ამას, და არა ერ. ბანკში დასმული პაიკები" წერს ჯაფარიძე

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი