"რუსეთის ციხეთა სისტემა არ იყო უსაფრთხო ნავალნისთვის და ის გათავისუფლდა... სწორედ იგივე უნდა მოხდეს აქ" | ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, საქართველოს ციხეთა სისტემა მიხეილ სააკაშვილისთვის უსაფრთხო არ არის, შესაბამისად მისი რეკომენდაციაა, რომ ის უნდა გათავისუფლდეს.

ჯიშკარიანის თქმით, ემპათიის საბოლოო დასკვნა რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება და მასში საუბარი იქნება იმ ზიანზე, რომელიც არასათანადო მოპყრობის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ და ნეიროფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას მიადგა.

რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის გუშინდელ დასკვნასა და გუშინ გორის ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებს, მარიამ ჯიშკარიანი ფიქრობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის წამებაში ჩართულები იყვნენ, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან უნდა გათავისუდლდნენ, მათ შორის, თანამდებობა უნდა დატოვოს იუსტიციის მინისტრმაც.

"ადამიანები, ვინც ჩართული იყო სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობის ფაქტში და ეს სახელმწიფო ინსპექტორის გუშინდელ დასკვნაში გამოიკვეთა, ეს ადამიანები ვფიქრობ, გამოძიების დასრულებამდე გადაყენებული უნდა იქნას თანამდებობიდან, მათ შორის იუსტიციის მინისტრიც.

დასკვნაში ასახული იქნება ცალკეული წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტები და მეთოდები და შესაბამისი შედეგები, რაც აისახა ჯანმრთელობაზე, როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე ნეიროფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. ასევე დასკვნაში იქნება რეკომენდაციებიც, ერთ-ერთი ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მდგომარეობისთვის უსაფრთხო არ არის და შესაბამისად, ჩვენი აზრით, ის უნდა იყოს გათავისუფლებული",-თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელის თქმით, ციხეში მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ჯიშკარიანი ასევე საუბრობს ე.წ. ფარმაკოლოგიურ წამებაზეც. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს არასაჭირო ნეიროლეფსიურ პრეპარატს ასმევდნენ, როგორც რუსთავის, ისე გორის ჰოსპოტალის სამედიცინო დაწესებულებაში. საბოლოო დასკვნას ცენტრი "ემპათია" რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი