შესრულდა თუ არა რეკომენდაციები? - ნინო ლომჯარია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, სახალხო დამცველი მივიდა.

ნინო ლომჯარია სამედიცინო დაწესებულებაში მისი ინიციატივით შექმნილ ექიმ- ექსპერტთა ჯგუფთან ერთად შევა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობა. 

"ბოლო ვიზიტი ჩვენ 23 ნოემბერს განვახორციელეთ, მაშ შემდეგ დრო გავიდა, ამიტომ სამედიცინო შემოწმება მოხდება. გაეცნობიან სამედიცინო ჩანაწერებს და შემდგომ ტრადიციულად, ალბათ,იქნება მათი დასკვნა და რეკომენდაციები ჩატარებულ თუ ჩასატარებელ მკურნალობასთან დაკავშირებით",- თქვა ნინო ლომჯარიამ. 

ცენტრ "ემპათია" დასკვნასთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ალტერნატიულ დასკვნებს გაეცნობა, მაგრამ სამედიცინო შეფასების დროს მის მიერ შექმნილ ექიმთა კონსილიუმის დასკვნებს დაყრდნობა.

სახალხო დამცველმა კონსილიუმის წევრებს შორის ფსიქიატრის დამატების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მათი ექიმთა რეკომენდაციებს, ალტერნატიული ექსპერტების, ადვოკატებისა და პირადი ექიმების რეკომენდაციებს ეყრდნობოდა:

"რომ შევაფასოთ ის წუხილები რაც გამოითქვა, მათ შორის დოზირებასთან დაკავშირებით, მათ შორის შესრულდა თუ არა ჩვენი რეკომენდაცია ფქისო- სოციალურ თერაპიასთან დაკავშირებით და დღეს უფრო სრულყოფილად შევაფასებთ სურათს",- აღნიშნა სახალხო დამცველმა. 

ამავე თემაზე:

ჩვენი ამოცანაა, შევისწავლოთ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და გადავხედოთ მედიკამენტოზურ მკურნალობას | ომბუდსმენის კონსილიუმის წევრი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი