გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრები მივიდნენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან.
სამედიცინო დაწესებულებაში შესვლის წინ, ექიმთა ჯგუფის ერთ-ერთმა, გიორგი გრიგოლიამ თქვა, რომ მათი მიზანია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება.
მისი განმარტებით, დღეს მესამე პრეზიდენტს 7 ექიმი მოინახულებს.
"ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევისწავლოთ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, შევადაროთ მის მდგომარეობას, მართლაც დასუსტებულია, როგორც ამბობენ, თუ არა და გადავხედოთ იმ მედიკამენტოზურ მკურნალობას, რომელიც მას უტარდება. ერთი დამატებითი ექსპერტი გვყავს, ფსიქიატრი, რადგან ჩვენ ჩავთვალეთ, რომ აუცილებელია, რადგან ეს ეხება ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას და უფრო კომპეტენტური იქნებოდა მისი აზრი",- თქვა გიორგი გრიგოლიამ
ცნობისთვის უკვე 1 საათზე მეტია, მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ცენტრ "ემპათიას" ალტერნატიული კონსილიუმის წევრი, ნევროლოგი ოთარ თოიძე იმყოფებიან.
ცენტრ "ემპათიას" კონსილიუმის მედიკოსმა, ოთარ თოიძემ თქვა, რომ აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა გაგრძელდეს მულტიპროფილურ-სპეციალიზებულ დაწესებულებაში, რაც საქართველოში არ არის.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილთან დღესვე დაგეგმილია სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ვიზიტი.
იხილეთ ასევე: