ადვოკატები სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელში ყველა დოკუმენტს გამოიყენებენ, რომელიც ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევას

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი მივიდა. 

საძაგლიშვილმა თქვა, რომ ადვოკატები სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელში ყველა დოკუმენტს გამოიყენებენ, რომელიც ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევას.

"ესეთი დოკუმენტები უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობით გვაქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, რომლითაც პასუხისმგებლობა დაეკისრა სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც გვექნება და ეჭვი არ მეპარება ამაში, იქნება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ამას მოყვება შესაბამისი სამართლებრივი ზომები",- ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.  

შეგახსენებთ, ცენტრი "ემპათია" უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს დოკუმენტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს ციხეებში მოპყრობასთან და მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, 1000-გვერდიან დოკუმენტში იქნება ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და ფარმაკოლოგიურ წამებაზე.

დასკვნის გამოსაქვეყნებლად ემზადება სახალხო დამცველის აპარატიც.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი