"ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რაც ჩვენ ხელთ იქნება" | "ემპათიას" დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგში გააგზავნიან

გამოქვეყნდა:

ცენტრ "ემპათიას" დასკვნა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგში სარჩელთან ერთად გადაიგზავნება - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის უფლებადაცვლებები საუბრობენ. 

ძალიან მყარი ეჭვი არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდებოდა სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ექსპერტთა ჯგუფის მუშაობას, მათ შორის სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის მუშაობას და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რაც ჩვენ ხელთ იქნება. იქნება ეს საქართველოში გამოძიების წარმოება, თუ საერთაშორისო სასამართლოებში, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შესაბამისი არგუმენტაციისა და საჩივრის წარდგენა, - ამბობს შოთა თუთბერიძე. 

შეგახსენებთ, რომ ცენტრი ემპათია სკანდალური დასკვნის გამოქვეყნებისთვის ემზადება. უახლოეს საათებში დეტალურად გახდება ცნობილი წამების სხვადასხვა ფორმები, რომელიც მესამე პრეზიდენტის  წინააღმდეგ გამოიყენეს.

ცენტის ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ გლდანის 18-ე დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს დაძინების შესაძლებლობას არ აძლევდნენ და არასაჭირო მედიკამენტებს ასმევდნენ. ამ ყველაფერს  ცენტრი "ემპათია"  ფარმაკოლოგიურ წამებად აფასებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი