დღეს გვაქვს შეხვედრა და გავივლით დეტალებს, ვიმსჯელებთ - ბურჭულაძე ოკუპანტების გატაცებულ მოქალაქეზე

გამოქვეყნდა:

დღეს გვაქვს შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით და გავივლით დეტალებს, ვიმსჯელებთ - ამ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა თავდაცვის მინისტრი ბურჭულაძე საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული მოქალაქის შესახებ დასმულ კითხვაზე.

გატაცებული ჩხიკვაძის ახლობლები კი ამბობენ, რომ ხელისუფლებიდან მათთან არავინ მისულა და მომხდარით დილიდან მხოლოდ ჟურნალისტები ინტერესდებიან.

მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 დეკემბერს გაიტაცეს და მის შესახებ არაფერია ცნობილი. ანტისაოკუპაციო მოძრაობაში ამბობენ, რომ ჩხიკვაძის სიცოცხლე საფრთხეშია, რადგან ის ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი