მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, საფრთხეშია. ვინაიდან ის ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელია, ჩხიკვაძის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
"მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რადგან ის ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომელია და ეს საკმარისია იმისთვის რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელდეს არაადამიანური მოპყრობა" ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრი, დავით ქაცარავა.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლება გატაცებული მოქალაქის გათავისუფლების საკითხზე სათანადოდ არ იმუშავებს და დროში გაიწელება ჩხიკვაძის საპყრობილედან დახსნას, ანტისაოკუპაციო მოძრაობა უფლებას იტოვებს, რომ ყველა ხერხეს მიმართოს გატაცებულის გასათავისუფლებლად.