"არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, რასაც ტელევიზორში ვხედავთ, ეს არის" | ოკუპანტების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის და

გამოქვეყნდა:

უკვე მეოთხე დღეა, რაც რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე გაიტაცეს, თუმცა ოჯახს მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს. ყოფილი ძალოვნის და ამბობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან უკავშირდებიან, თუმცა კონკრეტულ ინფორმაციას ვერ აწვდიან.

"არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს, რასაც ტელევიზორში ვხედავთ, ეს არის. გვირეკავენ, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არავის არ გვაქვს. თვითონაც არ იციან, როდის და ვინ გაიტაცა. რუსებმა რომ გაიტაცეს ცხინვალის ტერიტორიაზე ეს ვიცით. ხელისუფლება გვპირდება, რომ გამოვიყვანთ, მალე მოხდება მოლაპარაკება. ისეთ სტრესში ვარ, რას ვლაპარაკობ არ ვიცი, ერთი ძმა მყავს", - ამბობს მამუკა ჩხიკვაძის და, ირმა ჩხიკვაძე.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერის, დავით ქაცარავა თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოს მოქალაქე სასტიკადაა ნაცემი და ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ სწორედ ამიტომ არ საჯაროვდება.

დავით ქაცარავა ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად დღეს წითელ ჯვარში მივა, სადაც გატაცებულის მონახულებას მოითხოვენ, ამის შემდეგ კი, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, ქაცარავა აქციებს აანონსებს.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი