კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ოჯახი პროკურატურისგან პასუხს ელოდება

გამოქვეყნდა:

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ოჯახის წევრები, მთავარ პროკურატურაში მივიდნენ. ოჯახის წევრებს პროკურატურის საბოლოო პასუხი, როდის მოხდება ლავასოღლის თურქეთიდან ექსტრადირება, დღეს უნდა მიეღოთ.

ლავასოღლის ოჯახის წარმომადგენლებსა და საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შორის შეხვედრა ნახევარი საათი გაგრძელდა. 

ოჯახის წევრებს ერთადერთი თხოვნა ჰქონდათ, დასახელებულიყო მინდია გორაძის ექსტრადირების კონკრეტული თარიღი, თუმცა პროკურატურის წარმომადგენელმა ეს თარიღი ვერ დაასახელა და შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 

პროტესტი კი არა, ძალიან მასშტაბური სახე მიეცემა, წინასწარ არ მინდა ლაპარაკი, - ამბობს მინდია გორაძის და ინდირა გორაძე.

მინდია ლავასოღლის ოჯახის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის მტკიცებით, მისი ექსტრადიციის საკითხზე თურქული მხარე სრულ მზადყოფნაშია და მზად აქვს ექსტრადირებისთვის საჭირო ყველა საბუთი, თუმცა ამისთვის საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს. კობაიძის თქმით, ეს ქვეყნის მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 

ოჯახი შოთაძის უწყებაში ისინი მას შემდეგ დაიბარეს, რაც მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად აჭარაში ხმაურიანი აქცია გაიმართა, რომლის დროსაც რამდენიმე აქტივისტიც დააკავეს. მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებსა და პროკურატურას შორის შეხვედრა, სავარაუდოდ, ახლო მომავალში კვლავ შედგება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი