ჭინჭარაული მხოლოდ თავს იცავდა - დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ჭინჭარაული, რომელმაც თანასოფლელები დანით დაჭრა, ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

გიორგი ჭინჭარაულის დაკავების შემდეგ კი მისი თანაგუნდელები, მმართველი პარტიის წევრის გამართლებას ცდილობენ.

დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ჭინჭარაული ნასვამი არ ყოფილა და მისივე თანასოფლებები და მოგვარეები მხოლოდ იმიტომ დაჭრა, რომ მას ძმებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და იგი მხოლოდ თავს იცავდა.

ფაქრია, რომ გიას დაესხნენ თავს და იცავდა თავს. პირველი შელაპარაკება როდესაც მოხდა, თავისი დიშვილი ახლადა, 9 წლის ბავშვი და ის გაარიდა და სახლში წაიყვანა. მერე მოხდა, რომ გაერკვია, რატომ აყენებდნენ შეურაცხყოფას, - ამბობს დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი.

ძმები ჭინჭარაულების მდგომარეობა მძიმეა. ერთერთი მათგანი, რომელსაც გულმკერდის არეში აქვს ჭრილობები მიყენებული, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

გიორგი ჭინჭარაულს ბრალს დღეს წარუდგენენ და მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი