სისხლიანი დაპირისპირება კახეთში - მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა თანასოფლელები ცივი იარაღით დაჭრა

გამოქვეყნდა:

სისხლიანი დაპირისპირება ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატსა და მის თანასოფლელებს შორის. ინციდენტი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მოხდა.

მმართველი პარტიის დეპუტატმა გიორგი ჭინჭარაულმა, რომელიც თამაზაშვილების ახლო მეგობარია, თანასოფლელები ცივი იარაღით დაჭრა. ჭრილობები ორ მამაკაცს გულ-მკერდისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც დედოფლისწყაროს საავადმყოფოდან პაციენტები თბილისში გადმოიყვანეს.

გუშინ შემოყვანილ პაციენტებიდან ერთს დაზიანებული აქვს ფილტვი, მეორე პაციენტი კი მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობით, ღვიძლის დაზიანებით და სისხლის დიდი დანაკარგით. მართვით სუნთქვაზე გახდნენ გადაყვანილი, - ამბობს ქირურგი გიო ბოსტოღანაშვილი.

ადგილობრივები ყვებიან, რომ საკრებულოს დეპუტატი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სისხლიან გარჩევას კი წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღვოდა. მთავარი არხის ინფორმაციით, თავდაპირველად ორმა ძმამ, ვინც ახლა დაჭრილია, ჭინჭარაულს სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სწორედ ამის შემდეგ წავიდა დეპუტატი სახლში და გამოიტანა დანით, რომლითაც შემდეგ დანაშაული ჩაიდინა. 

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, ჭინჭარაული ლექსო თამაზაშვილის უახლოესი მეგობარია და სწორედ ამის წყალობით გახდა საკრებულოს დეპუტატი. ჭინჭარაულს წარსულში დედის ცემასა და ხულიგნობაზე ედავებოდნენ. 

გიორგი ჭინჭარაული არის ქართული ოცნების რეალური სახე. ისინი ფიქრობენ, რომ არც ერთ დანაშაულზე პასუხს არავინ მოსთხოვს. ქართული ოცნების საკრებულოს წევრმა დაჭრა ორი პიროვნება. ეს არის ადამიანი, რომელსაც არაერთხელ ედავებოდა გამოძიება სხვადასხვა დანაშაულებებს. ყველა შავბნელი საქმე, თუ რამეა გასაკეთებელი სოფელ გამარჯვებაში და დედოფლისწყაროში, ის არის მონაწილე ყველა ამ საქმისა, - ამბობს გიორგი ბოტკოველი. 

ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ჭინჭარაული ამჟამად დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მთავარი არხის ინფორმაციით, გიორგი ჭინჭარაული თამაზაშვილებთან დაახლოებული პირია. იგი ლექსო თამაზაშვილის მეგობარია. წარსულში ჭინჭარაულს ოჯახის წევრის ცემასა და ხულიგნობას ედავებოდნენ.

 

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი