მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ საყურადღებოა - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხატია დეკანოიძემ უთხრა.
3-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ სააკაშვილი იმაზე სუსტად მოეჩვენა ვიდრე წინა შეხვედრისას.
"აფასებს დღევანდელ სიტუაციას ძალიან რთულად, რაც ხდება ქვეყანაში. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ პოლიტიკური თამაშის წესების შეთანხმებას, მე ამას შერიგებას ვერ დავარქმევდი და არც თვითონ არ ფიქრობს, რომ ამ პროცესს შერიგება უნდა ვუწოდოთ და ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილში",- ამბობს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთში გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები მივლენ. შეხვედრის შემდეგ კი გამოქვეყნდება მათი დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო ფარმაკოლოგიურ წამებასთან დაკავშირებით.
იხილეთ ასევე:
"მას უნდა მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის საშუალება" | მიხეილ სააკაშვილს ხატია დეკანოიძე ხვდება