გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე მივიდა.
როგორც მან კლინიკაში შესვლამდე აღნიშნა, შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრებენ და მესამე პრეზიდენტს საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებსაც გააცნობს.
ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით რატი ბრეგაძის განცხადებაზეც ისაუბრა:
"მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ექიმებისგან, მისი მდგომარეობა ნამდვილად არ არის ის მდგომარეობა, რომელიც არის აუცილებელი პრაქტიკულად მისი სრულფასოვანი რეაბილიტაციისთვის. მეორე - ექიმების რეკომენდაცია ისაა, რომ სასამართლო პროცესზე, საჯარო სივრცისგან თავი შეიკავოს, არ ვიცი როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება, ვისაუბრებთ ამაზე. ამიტომ ზუსტად ის წამება, არაადამიანური მოპყრობა და სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული მანქანის ამუშავება მის წინააღმდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ ყველამ კადრებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია, მათ შორის, ჩვენს პარტნიორებში, რა თქმა უნდა, მას უნდა მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის საშუალება რაც არ ეძლევა", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
ამავე თემაზე: