ვაზისუბანში კორპუსი, სადაც გუშინ ღამით აფეთქება მოხდა ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს. მცხოვრებლებს ჯერ კორპუსში არ უშვებენ.
"თბილისი ენეჯის" წარმომადგენლები პირველადი დათვალიერების შემდეგ ამბობენ, რომ აფეთქება ბუნებრივ აირს არ გამუწვევია.
"ერთი კი არა ორი ტალღა, ისეთი ძლიერი ტალღა იყო, ის ბიჭი გარეთ გამოუგდია ცეცხლმოკიდებული, ასე უცებ, ან როგორ მოეკიდა, ისე ავარდა ალი, მეორე სართულსაც მოედო მთლიანად ცეცხლი, მე ვარ მესამე, ბოლი, შავი კვამლი, ძლივს გამოგვიყვანეს. იქით მხარესაც მანქანები სულ წაიღო, ქუჩაში ვიდექით დილამდე", - ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
მაცხოვრებლები ამბობენ, რომ იმ ბინაში მცხოვრები, სადაც აფეთქება მოხდა ერთ-ერთ გაზის კომპანიაში მუშაობს და გამორიცხავენ, რომ მას სახლში რაიმე პრობლემა ჰქონოდა. ამავე თემაზე: