"მე შეიძლება პურის ფული არ მქონდეს, რომ ჩემ შვილებს ვაჭამო" - ტრანსპორტის გაძვირებით დაზარალებული მოსახლეობა

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება თბილისის საკრებულოში - ვითარება სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე დღეს რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა.

დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი პარტიისგან განმარტება მოითხოვა, რატომ ძვირდება დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი.

​მმართველი პარტიის სიტყვიერი შეურაცხყოფის ადრესატი დღეს მხოლოდ ოპოზიცია არ ყოფილა. ქართული ოცნების დეპუტატები, სხდომაზე დამსწრე მოქალაქეებსაც დაუპირისპირდნენ.

მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემოღებას უკვე მოჰყვა ოპოზიციისა და საზოგადეობის მძაფრი რეაქცია, რადგან ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე მყოფი მოსახლეობისთვის, ტრანსპორტის გაძვირება, უმძიმესი დარტყმა იქნება.

მგზავრობის საფასური 1-ლი თებერვლიდან იზრდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი