თავისუფლების აღკვეთადაც რომ დამიჯდეს, ამ სივრცეს არ დავალუქინებ - ამბობს კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი.
საპატრულო პოლიციის რაზმები და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები, ერთდროულად რამდენიმე ღამის კლუბთან არიან მობილიზებული და სავარაუდოდ მათ დალუქვას გეგმავენ.
ინფორმაცია კლუბებმა ცოტა ხნის წინ, თავად გაავრცელეს.
კლუბ "ბასიანთან" მოქალაქეები არიან შეკრებილები.