ღამის კლუბების ინფორმაციით, "ხიდს", "ბასიანს, "მონოჰოლსა" და "მტკვარს" ლუქავენ. კლუბ KHIDI-ის წარმომადგენელი, სოფო ებრალიძემ დაწერა, რომ ინსპექცი სამ კლუბში შევიდა.
მანამდე კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა დაწერა, რომ "ბასიანის" დალუქვა დაიწყეს და სავარაუდოდ, სხვა სივრცეებშიც იგივეს იზამდნენ.
"ამ წუთებში ლუქავენ BASSIANI-ს და თუ არ ვცდები თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს", - წერს ნაჯა ორაშვილი.
ცნობისთვის, კლუბს ამაღამ ღონისძიება აქვს დაგეგმილი.
კლუბ "მტკვარის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთა გაბუნია წერს, რომ შრომის ინსპექცია დასალუქად მათთანაც მივიდა.
"კლუბში ცხოვრობს 3 კატა და გვეუბნებიან რომ ეს კატები ან წავიყვანოთ, ან ჩალუქავენ შიგნით. ეს პირუტყვები, ეს უსისხლო არსებები, ეს არაადამიანები, ეს რა ქვეყანაა და ეს რა ხალხია. საერთოდ რის საფუძველზე გვლუქავენ, მაგასაც ვერ ხსნიან", - წერს ქეთა გაბუნია.
კლუბები ამბობენ, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაპირებისა და შეთანხმებისა, საკოორდინაციომ მათი გახსნის გადაწყვეტილება მაინც არ მიიღო. ამიტომ საკლუბო სივრცემ გადაწყვიტა ამ შაბათ-კვირას იმ დადგენილი პროტოკოლით გააგრძელონ მუშაობას, რომელიც შესაბამის უწყებებთან შეათანხმეს. ამავე თემაზე: