მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2020 წელს ეკონომიკა 4.8%-ით შემცირდება

გამოქვეყნდა:

მსოფლიო ბანკის განახლებული პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 4,8%-ით შემცირდება. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ვარაუდით კი, ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა 5,5% იქნება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ყველაზე მოწყვლადი აღმოჩნდა. 

პარალელურად, საქსტატის გამოქვეყნებული ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი პირველ კვარტალში 40%-ით არის შემცირებული. ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა 22 მარტს გამოაცხადა, ეს მონაცემები კი იანვრის, თებერვლისა და მარტის პირველი ნახევრის მიხედვითაცაა დათვლილი, როდესაც ქვეყანაში არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებდა. 

პოლიტიკოსთა შეფასებით, ქვეყანა აბსოლუტურად მოუმზადებლად შეხვდა მსოფლიო პანდემიას, რის გამოც შედეგები ჩვენთვის უფრო მძიმე იქნება. 

კრიზისის გაღრმავების ნიშნები კიდევ უფრო ღრმად რომ წავიდე ეს პროცესი, სახეზეა. უფრო და უფრო მეტი ინვეტიციის შემცირება მიმდინარეობს, უფრო და უფრო მეტ საექსპროტო პროდუქციას ექმნება პრობლემები, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი. 

მისი თქმით, ერთადერთი, რაც მთავრობას აინტერესებს, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებია და სწორედ ამიტომ ერთადერთი საექსპორტო პროდუქტი, რომელსაც პრობლემები არ შექმნია, ოქროა. 

საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე დამატებით მოქმედებს შიდა პრობლემები, როგორიც არის ანაკლიის პორტის პროექტის გაუქმება და ძალიან მსხვილ ამერიკულ კომპანია ფრონტერასთან დავა. საქართველოს მთავრობამ თავი უნდა დაანებოს მხოლოდ საგარეო ფაქტორებით თავის გამართლებას, როგორც ყოველთვის აკეთებს და უნდა იფიქროს, რა ნაბიჯები გადადგას საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად, - ამბობს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

ბაქრაძე ამბობს, რომ ქვეყნისა და მთლიანად ეკონომიკის გაჯანსაღების ერთადერთი საშუალება არის გადასახადების შემცირება.  

ეკონომისტების პროგნოზებიც საკმაოდ პესიმისტურია. მათი თქმით, მეორე კვარტლის მონაცემები კიდევ უფრო მძიმე იქნება, რადგან ამ პერიოდში ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი