საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონი უკვე გაიხსნა, მათ შორის სვანეთშიც, თუმცა წელს ეს უნიკალური მხარე ტურისტებს ჩაბნელებული ხვდება - მიზეზი კრიპტოვალუტების მაინინგია.
რეგიონის მცხოვრებლებისთვის ელექტროენერგია უფასოა, რის გამოც ბევრმა ადგილობრივმა სახლებში, თუ მიუვალ ფარდულებში კრიპტო მაინერები მოაწყო და მოპარული დენის ხარჯზე ფულს აკეთებს. შედეგი კი ისაა, რომ ელექტროსისტემა ვეღარ უძლებს და სასტუმროებში მისული ტურისტები სიბნელეში ზიან.
პოლიციამაც და ხელისუფლებამაც ყველაფერი იცის - ვინ იპარავს, ვისი ბრალია, მაგრამ არც არაფერი.
ამავე თემაზე:
მესტიაში, მერმა და მოქალაქეებმა "მაინერინგის" აკრძალვის მოთხოვნით გზა გადაკეტეს
ავტორი: ემა გოგოხია