
ლარი ერთ დღეში რვა თეთრით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური კურსი ცოტა ხნის წინ დაადგინა, რომლის მიხედვითაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0648 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსით კი დოლარი 2.9805 ლარი ღირდა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მნიშვნელოვნად, თითქმის 10 თეთრით გაუფასურდა. სებ-ის ოფიციალური მონაცემებით, მისი ფასი 3.4549 ლარი გახდა, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსით, ერთი ევრო 3.3599 ლარი ღირდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.