ვთხოვთ, ყველა დაინტერესებულ პირს დღეს კანონპროექტის განხილვას დაესწროს - ინსპექტორის სამსახური

გამოქვეყნდა:

დღეს 11:00 საათიდან პარლამენტის კომიტეტებში იწყება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვა - ამის შესახებ ინსპექტორის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

უწყება მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს დაესწრონ კანონპროექტის განხილვას.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს პარლამენტისგან ცნობილი გახდა, რომ დღეს, 2021 წლის 28 დეკემბერს, 11:00 საათიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში იწყება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვა.

ვთხოვთ, ყველა დაინტერესებულ პირს დაესწრონ კანონპროექტის განხილვას", - ნათქვამია განცხადებაში 

ცნობისთვის, 27 დეკემბერს ბიურომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებების დაჩქარებულად განხილვას მხარი დაუჭირა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიციატივაზე ინფორმაცია შაბათს, 25 დეკემბერს გავრცელდა. ირკვევა, რომ "ოცნება" აპირებს, ამ უწყების ნაცვლად შექმნას ორი სამსახური - სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი