"საათის მოხსნის მიზნით, შევიდა ბადრაგის რამდენიმე წარმომადგენელი, ლოგინში ეჯაჯგურნენ და მოხსნეს იძულების გამოყენებით" - ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის პალატიდან გამოსულმა უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ მედიასთან დეტალურად წაიკითხა რა მოხდა გუშინ მესამე პრეზიდენტის პალატაში. 

ნიკა გვარამიამ საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია, რომ ბადრაგის რამდენიმე წარმომადგენელმა მიხელ სააკაშვილის. ე.წ. პლასტიკის საათი ძალის გამოყენებით მოხსნა. 

​უფლებადამცველის თქმით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რას სახალხო დამცველის წარმომადგენელმა პალატა დატოვა. 

"სახალხო დამცველის წარმომადგენლის გასვლისთანავე საათის მოხსნის მიზნით, რომელიც რამდენიმე კვირაა უკეთია მიხეილ სააკაშვილს, შევიდა ბადრაგის რამდენიმე წარმომადგენელი, ლოგინში ეჯაჯგურნენ და მოხსნეს იძულების გამოყენებით საათი. ექიმი ანესთეზიოლოგი იყო უშუალოდ შემსწრე!- ვეთანხმები ნინო გოგორიშვილი!",- განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომელმაც სწორედ მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის ხელმოწერით, ამონაწერი წაიკითხა.

ცნობისთვის, 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ციხეში სცადეს. მესამე პრეზიდენტთან ბადრაგები შევიდნენ და მოულოდნელად გამოუცხადეს, რომ კლინიკიდან გაწერილი იყო, რასაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგობა მოჰყვა.

მასთან რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ არც პირად ექიმს და არც დედას. 

ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც, რასაც მესამე პრეზიდენტის გონების დაკარგვა მოჰყვა.

მიხეილ სააკაშვილმა მომხდარის შემდგ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც დეტალურად აღწერს ინციდენტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი