ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი - საფეხბურთო კლუბი "ლოკომოტივი"

გამოქვეყნდა:

საფეხბურთო კლუბი "ლოკომოტივი" აცხადებს, რომ მცდელობის მიუხედავად, ვერ ახერხებენ შეინარჩუნონ არსებული გუნდი გიორგი ჭიაბერაშვილის ხელმძღვანელობით.

მათი თქმით, მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, "ლოკომოტივი" იძულებული გახდა უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლების განმავლობაში.

"აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა შეუძლებელი გახდა, რამაც გამოიწვია შექმნილი გარემოება. ჩვენ ვადასტურებთ რომ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შესახებ, თუმცა ჯერ არ ვიცით რა სტრუქტურით მოხდება თანხების განაწილება კლუბებზე.

ასევე მიუხადავად სპონსორთან მიღწეული შეთანხმებისა, კლუბის დაფინანსება დამოკიდებულია სათამაშო ბიზნესის ასოციაციის საერთო გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკავშირდება მათ სასპონსორო კუთხით ინტეგრაციას ქართულ სპორტში.

აღნიშნული მოცემულობები ართულებს პასუხისმგებლობის აღებას, ფეხბურთელების და კლუბში მომუშავე პერსონალის მიმართ", - წერია კლუბის განცხადებაში.

კლუბი წერს, რომ თავისივე ფინანსური რესურსით გააგრძელებენ წინსვლას და გუნდის ჩამოყალიბებას.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი