ჩამონგრეული კედლები და დაზიანებული ავტომობილი - აფეთქება ბათუმში

გამოქვეყნდა:

ჩამონგრეული კედლები და დაზიანებული ავტომობილი - ბათუმის შესასვლელში თევზის ბაზრობაზე აფეთქება მოხდა. აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია, რის შედეგადაც გვერდით მდებარე რესტორანი დაზიანდა.

თანამშრომლები ამბობენ, რომ რესტორანი მათ საღამოს 10 საათისთვის დაკეტეს და დარწმუნებულები არიან, რომ გაზქურა გადაკეტილი დატოვეს. მათივე ინფორმაციით, რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გახსნამდე, სპეციალისტები შემოწმებაზე ჰყავდათ.

გაზი დიდი ხანია შეყვანილია. კარანტინის დროს რომ გაიხსნა, მოვიყვანეთ მოხელე, ორი დღის უკან, ყველაფერი გადაამოწმა, რაღაც ნაწილი არ მოეწონა, ეჭვის თვალით შეხედა, ის გამოვცვალეთ. იმის შემდეგ სამი დღე ჩვეულებრივად ვიმუშავეთ, დღეს დილით კი ასეთი მდგომარეობა მოხდა, - ამბობს რესტორნის ერთ-ერთი თანამშრომლები.

აფეთქება დღეს დილით მოხდა. ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

ავტორი: თეა ვარშალომიძე

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი