რუსულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა განაცხადა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე თავდასხმები მკაცრად დაგმო.
რუსოპულოსმა ქართველ კანონმდებლებს მოუწოდა, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, სანამ ეს კანონი არ ამოქმედდება.
"ეს თავდასხმები, ისევე როგორც პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობები, სრულად და გამჭვირვალედ უნდა იქნას გამოძიებული ხელისუფლების მიერ და შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დასაცავად. მიუხედავად მათი აზრისა ამ კანონთან დაკავშირებით," - განაცხადა რუსოპულოსმა.