24-საათიანი სამედიცინო დაკვირვების გარეშე, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება - გიორგი გრიგოლია

გამოქვეყნდა:

ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის ექიმი, გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში არ უნდა გადაეყვანათ, რადგან ის გამოჯანმრთელებული არ არის და 24-საათიან სამედიცინო დაკვირვებას საჭიროებს.

როგორც ექიმმა აღნიშნა, თუ მესამე პრეზიდენტი ისევ შიმშილობას ან მედიკამენტების მიღებაზე უარის თქმას გადაწყვეტს, მის ჯანმრთელობაზე ეს ძალიან მძიმედ აისახება.

"ის არ იყო სრულად რეაბილიტირებული, გადაიყვანეს ისევ იმ დაწესებულებაში, რომლის წინააღმდეგიც ექიმებიც იყვნენ და პირადად თვითონაც. ჩვენ არ ვიცით რას იზამს მიხეილ სააკაშვილი. თუ მან, ღმერთმა დაიფაროს და დაიწყო ისევ შიმშილობა, მედიკამენტების მიღებაზე უარის თქმა, ეს ძალიან მძიმედ აისახება მის ჯანმრთელობაზე. თუ ჩვენ ვიცით, რომ იქ არ არის 24-საათიანი დაკვირვება სამედიცინო, რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება", - თქვა გიორგი გრიგოლიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 30 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მოულოდნელად გაიტაცეს და კვლავ რუსთავის ციხეში დააბრუნეს. ეტაპირებაზე ინფორმაცია არც ამჯერად ჰქონიათ მის უფლებადამცველებს. როგორც ადვოკატები, ისე ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა დაუშვებელი იყო, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამავე თემაზე:

 

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი