ბორჯომი - ხაშურის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ერთმანეთს ტრაილერი და ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად, კიდევ 4 ადამიანია დაშავებული. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოში "მთავარი არხის" ვებს განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276- ე მუხლის მე- 6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.