31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს არ მომხდარა გამზადებული ქვითრების დაგზავნა, ქვითრები დაიგზავნა 3, 4 იანვარს - "თელმიკო"

გამოქვეყნდა:

მომხმარებლის მხრიდან დასმული შეკითხვების საპასუხოდ "თელმიკო" განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საახალწლო დღეებთან დაკავშირებით, 31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს არ მომხდარა გამზადებული ქვითრების დაგზავნა, შესაბამისად აღნიშნული ქვითრები დაიგზავნა 3, 4 იანვარს და ასახავდა დეკემბრის დარჩენილი დღეების ელექტროენერგიის ხარჯს.

"გთხოვთ, სმს შეტყობინებით მისულ ქვითარში დააკვირდეთ მისი მომზადების თარიღს და თუ თქვენ დაფარეთ დავალიანება ამ თარიღში, წინა ან მომდევნო დღეებში, ეს ნიშნავს რომ მოსულ ქვითარში თქვენს მიერ გადახდილი თანხა ობიექტურად ვერ აისახებოდა.

დავალიანების დაზუსტების მიზნით, გთხოვთ, ისარგებლოთ ინტერნეტ ბანკებსა და სწრაფი გადახდის აპარატებში არსებული ინფორმაციით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777

მოგვწეროს პირადი შეტყობინებაში Facebook-ზე, ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge" ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი